2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაიგეთ რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში

თუ თქვენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხართ და ხშირად წერთ სტატუსებს და კომენტარებს, ვებგვერდი www.geocheck.ge საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ. პლატფორმის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, Facebook-ზე რამდენი პროცენტით წერთ ქართულად. ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, გადმოიტანოთ მომხმარებლის ლინკი და პროგრამა თავად დაითვლის, თქვენი აქტივობების რამდენი პროცენტი ხორციელდება მშობლიურ ენაზე და რამდენი ლათინური ანბანით. 

სიახლე პროექტის #წერექართულად ფარგლებში დაინერგა და დღეიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. Geocheck.ge-ით სარგებლობა სოციალური ქსელში აქტიურ კომპანიებსაც შეუძლიათ. 

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, ასევე Facebook-ის მომხმარებლებში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სულ მალე თქვენ შეგეძლებათ, პროფილის ფოტოზე ფონად თქვენი სახელის პირველი ასო გამოიყენოთ. 

ახალი ინციატივებით #წერექართულად 14 აპრილს, დედაენის დღეს  აღნიშნავს. პროექტის მიზანი სოციალურ ქსელებში და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის გამოყენების წახალისებაა. 

პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო ინიციატივა, მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა“, გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს  ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...