0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველომ” თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა!

პარტნიორების საზეიმო მიღება გამართა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ  „ევროპა დონა საქართველომ”  და  იმ სახელმწიფო უწყებას, ორგანიზაციას, ბიზნესკომპანიასა და მედიასაშუალებას მადლობა გადაუხადა, რომელთა თანადგომამ დაავადების დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახადა და უამრავ ქალს სიცოცხლის გაგრძელების შანსი მისცა. შეხვედრაზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ საინფორმაციო კამპანიის "სამიზნე სიცოცხლისთვის" საქმიანობა შეაჯამა და გეგმებზეც ისაუბრა.

ღონისძიება საკრებულოს სადღესასწაულო  დარბაზში გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მოწვეულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის  საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები და პაციენტები. პაციენტების თანადგომაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ამირან გამყრელიძემ და მოწვეულ სტუმრების არსებული მდგომარეობა გააცნო.

„ჩვენი მიზანია დაცული იყოს პაციენტის უფლებები, ყველაზე უზენაესი კი სიცოცხლის უფლებაა. პაციენტებზე უკეთ პრობლემები ალბათ არავინ იცის და ჩვენ გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის,” - აღნიშნავს კოალიცია  „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

კოალიცია მომავალში გეგმავს  მრგვალი მაგიდის მოწყობას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ყველა რგოლის წარმომადგენლები, მათ შორის, პაციენტები, ექიმები და სახელისუფლებო სტრუქტურები.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და  დამიზნებითი თერაპიის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას გულისხმობდა.   დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია სიმსივნურ უჯრედებზე და აინჰიბირებს (აკავებს) სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესესს, რაც ნაკლებად აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. სტატისტიკური მონაცემებით, ძუძუს კიბოს დაავადების ასაკი გაახალგაზრდავდა, ამიტომ საზოგადოების მეტი ინფორმირებაა საჭირო - განმარტავდნენ სპეციალისტები. 2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1 , 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის,  რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა.

2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს კიბოს მეტასტაზური პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, საქართველოს მასშტაბით პროგრამის განხორციელება განხილვის ფაზაშია.

„ევროპა დონა საქართველო“  2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.  ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...