2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა.

სასტიპენდიო ფონდი 2015 წლიდან აფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება.

გორის, სამცხე ჯავახეთის, ა.წერეთლის (ქუთაისის) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფონდის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტიდან  3  ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტია.

საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და ფონდის დონორები, რომლებმაც განათლების სფეროში ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი სასტიპენდიო ფონდს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და უნივერსიტეტებს შორის.

” ორი წლის მანძილზე ფონდმა შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება რეგიონის 4 უნივერსიტეტში. ჩვენ ვეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ. მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტია“ - განაცხადა რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის თანადამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ. 

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სასტიპენდიო ფონდის ამ სასიკეთო საქმეში. ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სწორედ განათლება, რადგან ვთვლით რომ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...