2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

  კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ - განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა მიიღო.

კახიძე ამბობს, რომ ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი.  

„ჟურნალისტები არიან სერიოზულად შეშფოთებული. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის, ჩვენი სხდომების გაშუქების, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს საქმის კურსში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საკითხზე მსჯელობა სესიაზეც გაგრძელდა. დეტალებში გარკვევას გეგმავს მმართველი გუნდის დეპუტატი მამუკა მდინარაძე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები