2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი არტ გალერეა უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის  ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა  მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ფერწერის კლასიკოსად აღიარებული უჩა ჯაფარიძის მიერ  1926-85 წლებში  შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც  მხატვრის  სახლ-მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს  და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. 

გამოფენა იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც უჩა ჯაფარიძის შემოქმედების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზს ისახავს მიზნად.  გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია-ალბომი „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ (პროექტის ვტორები: დავით ანდრიაძე, ქეთევან კორძახია). 

უჩა ჯაფარიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის აღიარებული ლიდერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატია. მისი შემოქმედების გარეშე  თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების სრულყოფილი წარმოჩენა  შეუძლებელია. 

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 4 მაისამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...