2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჯგუფი Four Lines ქუთაისიდან ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს

ჯგუფი Four Lines, რომელიც ოთხმა მეგობარმა დაარსა, ტალინის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაემგზავრა. Tallinn Music Week-ში, რომელიც 27 მარტიდან 2 აპრილამდე იმართება, მსოფლიოს 33 ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობენ. საქართველოს ფესტივალზე Four Lines წარმოადგენს. ესტონეთის დედაქალაქში ჯგუფი ხვალ ორ კონცერტს გამართავს. 

4 მეგობარს ჯგუფის შექმნის იდეა, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთერთ კლუბში გამოსვლის შემდეგ მათი მუსიკით ჰოლანდიელი ტურისტი დაინტერესდა. სწორედ მან შესთავაზა გოგონებს პირველი ალბომის ჩაწერაში დახმარება. Four Lines-ის მუსიკა არ მიეკუთვნება რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას, ეს არის სხვადასხვა მიმართულებისა და მოტივების ნაზავი. 

Four Lines-ს ტალინში გამგზავრებაში თიბისი ბანკის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge დაეხმარა.

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ხელოვანი დაფინანსდა. ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე, რომელმაც  ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ გადაიღო  ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალში მონაწილეობდა. ანა ჩუბინიძის ნამუშვარი ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა და ის საბავშვო ფილმების  საუკეთესო 12-ეულში მოხვდა.

 New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანაპირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსისსაქველმოქმედო პლატფორმის დახმარებით იმყოფებოდა.   

statusdonates.ge- მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ანაჰიტს იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება. 

ამჟამად პლატფორმა statusdonates.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა საინტერესო ისტორიები, რომელთა წარმატებაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. 

„თამაშობანამ“ უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული, საინტერესო თამაში შექმნა. ეს არის „აფორიზმობანა“, რომელიც ლოტოს პრინციპზეა დაფუძნებული და მასში ქართული აფორიზმებია გამოყენებული. იმისთვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად გართობა შეძლონ,  საჭიროა ხის სათამაშო დაფებზე ბრაელის შრიფტით დაბეჭდვა.  პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე უსინათლო ბავშვს „აფორიზმობანა“ საჩუქრად გადაეცემა.  პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის ნახევარზე მეტი უკვე შეგროვილია. 

აქვე ნახავათ უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ისტორიასაც, რომელმაც მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, საყვარელი საქმიანობა არ შეწყვიტა. გიორგი უნიკალური მეთოდით ხატავს, მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რამდენიმე თვის წინ თიბისი გალერეაში გაიმართა. ახლა კი ის პოლონეთში, საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული, რისთვისაც ნამუშევრების ახალ სერიას ქმნის.  ვარშავაში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში გიორგი ქობელაშვილს პლატფორმა statusdonates.geეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...