2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში

„თეგეტა მოტორსმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ ბრენდ "HUNTER”-თან და გახდა მისი ექსკლუზიური დილერი საქართველოში.

კომპანია "HUNTER”-ს 70 წლიანი ისტორია აქვს, იგი ცნობილია როგორც ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვატორი სავალი ნაწილის სერვისის დანადგარების სფეროში. "HUNTER”-ი აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს : თვლების დაყენების კუთხეების შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები, სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები. დღეიდან „თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2 წლიანი გარანტიით.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები