2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ  როგორც  18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი  შშმ პირები. 

ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს.  ამჟამად 14 ბენეფიციარი  იღებს  მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური,  საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას. 
ბენეფიციარები  ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან. 

დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე  ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა.  მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო  სტრუქტურას გადაეცა ,ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება  გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც   ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და  ამუშავებს   დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის. 
საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი- ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა -ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა  პარტნიორ ორგანიზაციებს- ლიბერთი-ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება  ჰქონდა ფოეიში არსებულ  „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა. 

დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ , იაპონიის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა,  ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
„ ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“ . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

„ შშმპ-ებისთვის  სერვისების შეთავაზება , მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა  სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა,  რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც  მხარში გვიდგანან და ანვითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და უცხოელი მეგობრების დახმარება . ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების  მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ.  
იმედი გვაქვს უფრო მეტი  ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო.დღეს საქართველოში   შშმ პირთა   64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედი გვაქვს ეს სერვისები კიდევ უფრო განვიტარედება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  ზაზა სოფრომაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...