2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ქართული ენის ელჩები“ სკოლებში სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ

დღეიდან პროექტი „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ იწყება. საგანმანათლებლო ცენტრი „ცამდე“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით მთელ საქართველოში სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის შესახებ ამბავს სახალისო და საინტერესო ფორმით მოუყვება. 

პროექტის ფარგლებში ქართული ენის კეთილ ელჩებად ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი შეირჩა, რომლებამაც შესაბამის ტრენინგი უკვე გაიარეს. 29 მარტიდან თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილი მესამედან მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება.

პროექტის მიზანია ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად.

გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.

ღია გაკვეთილი 30 წუთს გაგრძელდება. მოსწავლეები ჩაერთვებიან თამაშში,ისინი ამბის მთავარი გმირის დახმარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ქართულ ტექსტებს ორაზროვანი წინადადებებისგან, ბარბარიზმებისგან, კალკებისა და სხვა შეცდომებისგან გაათავისუფლებენ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სთხოვენ ენაში დღეს ყველაზე აქტიურად გამოყენებად რამდენიმე უცხო სიტყვას ქართული შესატყვისები უპოვონ. 
„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...