2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ჯიბის კაცის“ საუკეთესო ანიმაციების რიგებში მოხვდა

ქართული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ - ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალის საუკეთესო 12-ეულში მოხვდა.  27 წლის ილუსტრატორის ანა ჩუბინიძის ფილმი ფესტივალის ჟიურიმ და მაყურებელმა შეაფასა. 

New-York International Children's Film Festival -ზე 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველიქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე 15 მარტს თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის  statusdonates.ge -ს დახმარებით იმყოფებოდა.   

„ჯიბის კაცის“ ჩვენება ფრანგულ ტელევიზია Canal + ზე იგეგმება.  ანას ნამუშევარმა დამატებით მონრეალის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის წოდება მოიპოვა და მომავალში 16-მდე  სხვადასხვა კინოფესტივალზე წარდება. 

პლატფორმა statusdonates.ge-ს დახმარებით კიდევ ერთ ახალგაზრდა გაემგზავრება საზღვარგარეთ. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი გოგონა ახალქალაქიდან, რომელსაც განსაკუთრებული საფორტეპიანო მონაცემები აქვს, ცნობილმა პედაგოგმა და მეთოდოლოგმა მიშელ სონიმ პარიზში მიიწვია. ანაჰიტმა ნოტები კარგად არ იცის, მაგრამ მისთვის საყვარელ კლასიკას და ჯაზს სმენით უკრავს. ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის შეფასებით, გოგონას იშვიათი მუსიკალური ნიჭი აქვს და ხელშეწყობა ესაჭიროება. 

საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა დაეხმარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...