2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკის მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო

საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციებმა  Efma და  SAP  თიბისი ბანკის მობაილბანკი საუკეთესოდ დაასახელეს  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.  თიბისი ბანკის მობაილბანკმა მეორე ადგილი ბაზრისა და მედიის მხრიდან აღიარებისთვის მოიპოვა, როგორც საუკეთესო მობაილბანკი  IOS და Android აპლიკაციებისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის მობაილბანკს   Efma-სა და  SAP-ის სპეციალური პრიზიც გადაეცა.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა Efma და  SAP დაჯილდოება ერთობლივად წელს პირველად   გამართეს. მობაილაპლიკაციების კონკურსში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით  42 ინსიტუტის 43 აპლიკაცია იღებდა.  გადაწყვეტილება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა მიიღეს, რომელთა შემადგენლობაში ბანკირები, მეწარმეები  და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. 

ჟიურის წევრებს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეტესტათ და შეეფასებინათ ფინანსური ინსტიტუტების ბიზნესაპლიკაციები. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტების მობაილბანკი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ფუნქციონალი, დიზაინი, მომხმარებლის კმაყოფილება და მობაილბანკის პოტენციალი.

Efma საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა 1971 წელს დაარსეს. ორგანიზაცია ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს აწვდის  ინდუსტრიის შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ტრანსფორმაციაში ეხმარება. Efma-ში გაწევრიანებულია 3 300-ზე მეტი კომპანია, 130 ქვეყნიდან. რაც შეეხება SAP-ს, ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიაა. დაჯილდოების ცერემონია მილანში,  მცირე და საშუალო ბიზნესის სამიტის ფარგლებში გაიმართა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...