2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბაკალავრებისთვის ღია კარის დღეს გამართავს

თბილისი, 24 მარტი, 2017 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 26 მარტს, 14:00 საათზე, მომავალი ბაკალავრიატებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში (მისამართი: ალ. ყაზბეგის N14ბ) გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის გაგრძელება. აბიტურიენტებს, საბაკალავრო პროგრამას უნივერსიტეტის რექტორი აკაკი ხელაძე გააცნობს, ასევე საშუალება ექნებათ უშუალოდ გაიცნონ მომავალი ლექტორები და დაათვალიერონ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შენობა. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირებიზნესს. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს.  აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით. 

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) სწავლისას, სტუდენტებს არაერთი უპირატესობა აქვთ.  ხარისხიან განათლებასთან და სწავლის დაფინანსების რეალურ შესაძლებლობებთან ერთად, მიიღონ უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორებისგან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი განაპირობებს კურსადამთავრებულების წარმატებით დასაქმების ფაქტორს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...