2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკში 40 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გალარდა

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, თიბისი ბანკსა და ბანკ რესპუბლიკაში ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა, რაც ბაზარზე გალარებული სესხების დაახლოებით  53% შეადგენს.  გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით 3073-მა მსესხებელმა ისარგებლა და გაალარა საკუთარი სესხი.  

ამას გარდა, დოლარში არსებული სესხები იმ კლიენტებმაც გაალარეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, თუმცა მათ მომავალში ვალუტის რყევებისგან გამოწვეული რისკების დაზღვევა არჩიეს.

„ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დედოლარიზაციის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისს, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან  პერსპექტივაში დაიცავს ოჯახებს და მსესხებლებს სავალუტო რყევებისგან, ხოლო ბანკს შეუმცირებს რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარში გადატანილი სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ოდნავ იზრდება, ეს არის საფასური მომავალში სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად და ჩვენ სწორედ ამას ვუხსნიდით მსესხებლებს,“ - აცხადებს ნინო მასურაშვილი. 

თიბისი ბანკი სხვადასხვა გზით ახდენდა კომუნიკაციას მსესხებლებთან, თითოეულ მათგანთან სატელეფონო კონსულტაციების გარდა, გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც, სადაც კლიენტებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი.  

ნინო მასურაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის გეგმის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ვინაიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. მასურაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, როგორ შეიცვალა დედოლარიზაციის წილი ფიზიკური პირების  სასესხო პორტფელებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...