2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Social Impact Award პროგრამის საკონკურსო ნაწილი დაიწყო

თბილისი, 20 მარტი - პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში დღეიდან ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით წარადგინონ. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 28 აპრილი.  

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.  

საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ბანკი არის აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი, რადგან სტუდენტური პროგრამა Social Impact Award ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს, ახალი პროექტები, სწორედ სოციალური მოეწარმეობის კუთხით. 

პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის  გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა.  კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდს  შეარჩევს. პროგრამის დასასრულ,  სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს  და აგრეთვე,  დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტის სახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად. 

„Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. პროგრამის ფარგლებში გამართულ ვორქშოფებზე 200-ზე მეტმა სტუდენტმა იმუშავა საკუთარი სოციალური  ბიზნესიდეის განვითარებაზე, იმედია პროგრამის შედეგად ბევრ მდგრად სოციალურ საწარმოს ვიხილავთ.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...