2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სს “ქართული ლუდის კომპანია” (ლუდსახარში „ზედაზენი“) ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს.

ამ ეტაპზე ქარხნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება მასშტაბური პროექტი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

„იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდენა ინვესტიციის მოცულობაზე  საუბარი ნაადრევოა, თუმცა ეს იქნემა საკმაოდ მოცულობითი  საინვესტიციო ღირებულების ხილის   გადამამუშავებელი საწარმო, 

მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ხილი ჩააბარონ. აღნიშნულ ნედლეულს კი კომპანია ნატურალური წვენების წარმოებაში გამოიყენებს.

„საწყის  ეტაპზე ხილის გადამამუშავებელი   ქარხანა მხოლოდ  ახლომდებარე  რეგიონებს  მოემსახურება, შემდეგ  კი ვეცდებით, სრულიად  საქართველოს  მასშტაბით მივცემთ გლეხებს  შესაძლებლობა, ჭარბი ნედლეულის ჩაბარების“,  აღნიშნეს კომპანიაში.

შეგახსენებთ, “ქართული ლუდის კომპანია” ნატურალური წვენების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა. კომპანიამ საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.

”ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...