2 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში ავსტრიული ხორცპროდუქტების კომპანია „შირნჰოფერის“ პირველი საფირმო მაღაზია იხსნება!

   2017 წლის 14 მარტს, თბილისში, ვაჟა- ფშაველას #7-ში, 15:00 საათზე, ოფიციალურად  გაიხსნება  საფირმო მაღაზია „შირნჰოფერი“. მაღაზიაში  თბილისელებისთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ  ძეხვეულთან ერთად, ავსტრიული ხორცისა და ყველის დელიკატესები  გაიყიდება.  გარდა ამისა,  მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ავსტრიული  ფქვილითა და ტექნოლოგიით ადგილზე გამომცხვარ  პურის მრავალფეროვან არჩევანს.

   სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევიან კომპანია „შირნჰოფერის“ წარმომადგენელი, ბატონი ალოის კაიზერი და პურის  ტექნოლოგი - ბატონი ვერნერ კუბლი.

   პრეზენტაციას დაესწრებიან ავსტრიის ელჩი საქართველოში, ბატონი არად ბენკო და თბილისის ვიცე- მერი -ირაკლი ლექვინაძე.

    „პირველი საფირმო მაღაზიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ავსტრიული მხარისთვისაც. განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მლნ. დოლარის ოდენობის ლოკალური ინვესტიცია, შეიქმნა 20 -მდე ახალი სამუშაო ადგილი. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, უახლოეს მომავალში  თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაგეგმილია „შირნჰოფერის“ კიდევ რამდენიმე  საფირმო მაღაზიის გახსნა.

კომპანია „შირნჰოფერის“ შესახებ:

   ავსტრიის  ქალაქ კაინდორფში იოსებ შირნჰოფერმა 1926 წელს დააარსა ხორცის კომპანია „შირნჰოფერი“. მისმა შვილმა, კარლ შირნჰოფერმა  დედასთან ერთად 1950 წლიდან დაიწყო ძეხვეულის წარმოება და მალე  გადაიქცა დიდ საწარმოდ. 1992 წლიდან კომპანიას მართავს უმცროსი კარლ შინრჰოფერი.

კომპანია „შირნჰოფერი“ მდებარეობს ავსტრიის გულში - შტირიაში, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში. ის თითქმის საუკუნეა ქმნის 600-ზე მეტი დასახელების დელიკატესურ ძეხვეულს. წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ავსტრიული  ხორცი გამოიყენება.  ქვეყნის მასშტაბით, „შირნჰოფერს“ 630 პარტნიორი ფერმერი ჰყავს. სწორედ ამ ფერმებიდან იწყება ხარისხის უმკაცრესი კონტროლი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და ლაბორატორიების საშუალებით მუდმივად ხორციელდება პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე. შირნჰოფერმა თავისი პროდუქციის ხარისხი ახალ საფეხურზე აიყვანა. ამის გამო სამართლიანად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში,  ასევე ჩვენთან, საქართველოში.

    „შირნჰოფერს“ მიღებული აქვს IFS - ის  (International Food Standard) სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტის მუდმივ შემოწმებას ახორციელებს.

საწარმოს პარტნიორები არიან:

  •          2003 წლიდან : Vier Pfoten
  •          2004 წლიდან :  Greenpeace
  •          2005 წლიდან : Kroswang

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...