0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქციაზე სპეცრაზმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - არეულობა ბათუმში

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს.

აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა.

   შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილბრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მძღოლების დაჯარიმებას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციამ უკანონო პარკირებისათვის 2 მძღოლი დააჯარიმა, რამაც იქვე მყოფი მოსახლეობის რეაქცია და პატრულის მიმართ დაპირისპირება გამოიწვია.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.

მომხდარს ადგილობრივები საპატრულო პოლიციის ახალ უფროსს უკავშირებენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები