0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„თი-ბოტი“ - პირველი ქართული „ჩატბოტი“ თიბისი ბანკისგან

საქართველოში პირველად, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას Facebook Messenger - ის მომხმარებლები „თი-ბოტის“  მეშვეობით შეძლებენ.  თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეს  ნერგავს, რითაც მომსახურების დისტანციურ არხებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და თანამედროვეს ხდის. „თი-ბოტის“ პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა.

„თი-ბოტი“ - ასე ჰქვია  „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger - ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს  თქვენთვის  მოსახერხებელ  მისამართზე,  ასევე,  გაგაცნობთ ვალუტის კურსებს და მოგაწვდით ინფორმაციას  სესხების  შესახებ.  „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს.  ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის.

„თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე  ტექნოლოგიებთან.  სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და თქვენც მოგიწოდებთ, რომ წეროთ ქართულად.

სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს თქვენი ასისტენტი გახდეს, მაგალითად, შეგისრულოთ თანხის გადარიცხვის ოპერაცია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ასევე, თიბისი ბანკის პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ა.შ.

ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას.  „ჩატბოტებს“  წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ.

„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს  Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე. „თი-ბოტი“ შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/TBCTIbot/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...