0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უტენდერო 8 მილიონიანი კონტრაქტი „ვაილა არტს“ რომლის მფლობელი დამკვეთ ოლიმპიურ საორგანიზაციო კომიტეტში იყო დასაქმებული

2014-2015 წლებში ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და შპს „ვილა არტს“ შორის გაფორმებულია 7 ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 8 მილიონ 123 ათასი ლარია. 

ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის 2011-16 წლების საქმიანობა შეისწავლა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მის შემდეგ, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე კომპანიის „ვილა არტი“ მონაწილეობა ტენდერებში არ ფიქსირდება. 

მეწარმეთა რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „ვილა არტი“ რეგისტრირებულია 2006 წლის 24 მაისს. პირები, რომლებიც 2011 წლის 27 დეკემბრამდე იყვნენ აღნიშნული კომპანიის მფლობელები, 2015 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებულნი გახლდნენ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში. მაგალითად, „ვილა არტის“ ყოფილი დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი რამაზ ჯაშიაშვილი ამავდროულად დასაქმებული იყო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე. ეს თანამდებობა მან ხელშეკრულების გაფორმებამდე 6 დღით ადრე დატოვა. 

გაზეთის ინფორმაციით, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 2015 წლის 6 აპრილს მძლეოსნობის დარბაზის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ჯი-ემ-სი“-სთან, ღირებულებით 597.8 ათასი ლარი. აღნიშნული კომპანია დაფუძნებული იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი კვირით ადრე.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2014 წლის 7 თებერვალს ფიზიკურ პირ დავით გერსამიასთან, რომელიც ამავე დროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო საორგანიზაციო კომიტეტში, გაფორმებულია ხელშეკრულება საიჯარო მომსახურების გაწევაზე, ღირებულებით 23.7 ათას აშშ დოლარი.

2015 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებულია ხელშეკრულება ფიზიკურ პირ ოთარ თედორაძესთან ელექტროდანადგარების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით, ღირებულებით 2.6 ათასი ლარი. აღნიშნული პიროვნება იკავებდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციული და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოვლინდა არაფინანსური აქტივების სერიოზული დანაკლისი. შესაბამისი მასალები პროკურატურას თბილისის მერიამაც გადაუგზავნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...