0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ეხმაურება უცხოური მედია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ?

უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი2-ის 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ეხმაურება უცხოური მედიასაშუალებები. გავლენიანი ბრიტანული ტელეკომპანია BBC წერს, რომ საქართველოში ერთერთი ტელეკომპანიის მმართველობის შესახებ დიდი ხმაურია. კომპანიის ყოფილ მფლობელს სასამართლომ დაუბრუნა გაყიდული ტელევიზია. BBC ასევე წერს, რომ ქიბარ ხალვაში დაახლოებულია საქართველოს მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან". სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩომ თბილისში უკვე გააკეთა განცხადება სასამართლოს აღნიშნული დადგენილების შესახებ. The New York times-ი Washington post-ი კი წერს, რომ თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის ქიბარ ხალვაშისადმი მიკუთვნებას აპროტესტებენ. "ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რომ მხარი დაუჭირონ მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიას, რომელიც მთავრობასთან დაახლოებულ პირს, ქიბარ ხალვაშს გადასცეს. რუსთავი2 საქართველოში ყველაზე პოპულარული ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიაა, რომელიც აკრიტიკებს მთავრობას" ნათქვამია სტატიებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები