0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკი სტარტაპების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს

„სტარტაპერი“ - ასე ჰქვია თიბისი ბანკის პროექტს, რომლის მიზანი სტარტაპების მხარდაჭერა და  ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.   

პროექტის ფარგლებში სტარტაპები, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს მიიღებენ, რაც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.  

ამით თიბისი ბიზნესის მომსახურების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება. კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებთან ერთად, თიბისი სტარტაპებსაც დაეხმარება განვითარებაში.  

მათ, ვინც ფლობს სტარტაპს, აქვს საკუთარი ბიზნესის მართვის მინიმალური გამოცდილება და სჭირდება როგორც ფინანსური რესურსი, ისე ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესება, შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ ინიციატივით, რომელიც პროექტის ფარგლებში იგეგმება: 

  • სტარტაპებისთვის თიბისი ბანკი ქმნის სპეციალურ სესხს და საოპერაციო პროდუქტების  ხელმისაწვდომ  პაკეტს, რაც მიმდინარე საბანკო ანგარიშების, ინტერნეტბანკისა და ბიზნესბარათის შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს. 
  • დაინერგება ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების სპეციალური პროგრამა, რომლებიც სტარტაპების საჭიროებებზე იქნება მორგებული და რომლებსაც ბიზნესის მართვაში გამოცდილი პროფესიონალები გაუძღვებიან.  
  • პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ვორქშოპები და შეხვედრები გამოცდილ ბიზნესმენებთან.

პროექტისთვის „სტარტაპერი“ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი  www.startuperi.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც პროექტის, ისე მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 

გარდა ამისა, თიბისი ბანკის პროექტს, „ბიზნესდაჯილდოება“ ერთ-ერთ ნომინაციად დაემატება „წლის სტარტაპი“. 

„სტარტაპერის“ მედიაპარტნიორია Marketer.ge, რომელიც პროექტში მონაწილე სტარტაპებსა და მათ დამფუძნებლებს გააცნობს საზოგადოებას.  

პროექტის პრეზენტაცია „Impact Hub-ში” გაიმართა და მას სტარტაპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...