0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვიღაც უღმერთოს ცხვირზე წაუჭერია მავთული"-თბილისში ძაღლი წამებით გაგუდეს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი მოგუდული ნაგაზის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს. 

"დღეს კაიროს ქუჩაზე, თავშესაფრის მეპატრონემ მოგუდული ძაღლი იპოვა. ვიღაც უღმერთო ადამიანს ძაღლისთვის ცხვირზე ისე წაუჭერია ლითონის მავთული, სუნთქვის საშუალება არ დაუტოვებია მისთვის. სავარაუდოა, რომ ძაღლისთვის ახლობელი იყო ის, ვინც ეს ჩაიდინა, რადგან ამხელა ნაგაზი უცხოს არ მიიკარებდა და მით უმეტეს მავთულის ჩაბმის საშუალებას არ მისცემდა.


ვისაც ენდო სწორედ მან უღალატა...


ნაწამებ ძაღლს თავშესაფრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. გადარჩენის გზას ეძებდა და იმედით მოდიოდა ჩვენამდე. დაყეფება არ შეეძლო, რომ ვინმესთვის ხმა მიეწვდინა. სულ არაღაც 200 მეტრი აშორებდა გადარჩენამდე, მაგრამ.... სამწუხაროდ, ვეღარ მიაღწია იქამდე. სუნთქვაშეკრული ძაღლი დაეცა.


თავშესაფრის მეპატრონემ ქუჩის ძაღლების დაპურებისას შენიშნა გზაზე მყოფი უსულგულო ძაღლი.


ახლოს მივიდა, ხელის დადებით იგრძნო, რომ მის სხეულს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო, თუმცა სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა მის ლამაზ სახეს.


ბატონმა თამაზმა საპატრულო პოლიცია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა. საქმე აღიძრა, მაგრამ...


აღარაფერი ეშველება არც ძაღლს და იმ ადამიანს, ვინც ეს ძაღლი გაწირა სიკვდილისთვის“.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები