0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირის სახელი და გვარი დაასახელა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის დროს რამდენიმე პირის სახელი და გვარი დაასახელა - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გააკეთა. ფანცულაია არ აკონკრეტებს ვისზე იყო საუბარი. 

მისი თქმით დაკითხვის პროცესში ბრალდების მხარემ შეკითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დასვა, თუმცა ფანცულაია არც მათ შინაარსს არ აკონკრეტებს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, დაკითხვა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და გამოძიება ყველა იმ შეკითხვას სვამს, რაც დაცვის მხარის ინტერესებში შედის.  შეგახსენებთ, რომ მამა გიორგის დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა რის შემდეგაც ერთსათიანი შესვენება გამოცხადდა. პროცესი ამ წუთებში უნდა განახლდეს. კანონის თანახმად ის 8 საათზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები