0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

პატივცემულო  მგზავრებო!

ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით,  2017 წლის  27 თებერვლის 11 სთ.30 წთ-დან   19სთ.30 წთ.- მდე    და  28 თებერვალს  და 1 მარტს  12.00 სთ-16.00 სთ-მდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს:

27 თებერვალს  თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი;  არ იმოძრავებენ სამგაზავრო მატარებელები №873  ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან  მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.

მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგ. გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.). სამგზავრო  მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი  თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35). მატარებელი №874 თბილისი-ფოთი  თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50).  იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25) .

28 თებერვალს და 1 მარტს  სამგზავრო მატარებელი №11,17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგ. ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.).

 

სს „საქართველოს  რკინიგზა’’ ბოდიშს გიხდით  მგზავრებს  შექმნილი  დისკომფორტისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები