0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ენდრიუ მაქქართის საჯარო ლექცია თიბისი ბანკში

„ფინანსური სერვისების მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული,“ - ამ თემაზე თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა.  ლექცია-ვორქშოპს თიბისი ბანკის თანამშრომლები, ბიზნესკლიენტები და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ISET-ის მაგისტრანტები ესწრებოდნენ.    

KPMG-ის კვლევების მიხედვით, 2020 წლისთვის მსოფლიოში მობაილბანკის გამოყენება გაორმაგდება და მას 1.8 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება. ასეთი სწრაფი ზრდა ბანკებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ინოვაციური მიდგომებისათვის, რათა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შეინარჩუნონ არსებული. დისტანციური მომსახურების მოქნილობა, სისწრაფე და განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებელზე, საბანკო-საფინანსო ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დგას ამ გამოწვევების წინაშე. 

პროფესორი ანდრიუ მაქქართი არის დიზაინერი, კონსულტანტი და პედაგოგი. მისი აკადემიური განათლება მოიცავს ფილოსოფიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მეცნიერების ისტორიასა და მათემატიკას, ასევე ხელოვნებას და დიზაინს.   ენდრიუ მაქქართი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობდა წამყვან ბრენდებთან არტ-დირექტორის და კრეატიული კონსულტანტის პოზიციაზე. მისი კლიენტები იყვნენ BBVA, Google Spain, Adidas, MTV Productions, Paramount, BP, Dimension Data, Loewe, MetroMadrid, AENA, GE Health Care, Ferrovial, and Scholastic და ბევრი სხვა, ცნობილი მსოფლიო ბრენდი. პროფესორი მაქქართი  კონსულტაციებს უწევდა მულტინაციონალურ ორგანიზაციებს ინოვაციური პროცესების დანერგვის, design thinking-ის, სტატეგიული დაგეგმარებისა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის კუთხით. 

მაქქართი არის  მადრიდის Instituto de Empresa-ს ასოცირებული პროფესორი. ახლახანს ის  IE School of Human Science and Technology-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახდა.  პროგრამა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებს და სერვისებში ინოვაციების დანერგვას ეხება და ის 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...