0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბიზნეს კაფეს მერვე შეხვედრა

2017 წლის 22 თებერვალს კომპანია ინსორსმა განაახლა ბიზნეს კაფეს შეხვედრები. რიგით მერვე შეხვედრა სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისში გაიმართა, სადაც ბიზნეს კონსულტანტმა და ანტერპრენიორმა გუგა ცანავამ წარადგინა თემა “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”.

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში პაშა ბანკის ექსკლუზიური პარტნიორობით იქნა ინიცირებული და განხორციელებული. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების გაზიარების მიზნით რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. პროქტის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს მისი მრავალფეროვანი თემატიკა და მოწვეული სპიკერების უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, ასევე მისი ინტერაქტიული ფორმატი, რომელიც ჩართვის და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს დამსწრეებს.

ბიზნეს კაფეს წარმატებასთან ერთად გაიზარდა მის მიმართ ინტერესიც და 2017 წლიდან პროექტს ახალი სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

„მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ კომპანია ინსორსთან და მოგვეცა საშუალება, ვიყოთ ბიზნეს კაფეს პროექტის გენერალური სპონსორი. ამასთანავე, მივესალმებით პროექტის ახალ პარტნიორებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა დადებითად აისახება მის წარმატებაზე და განვითარებაზე. წლის პირველი შეხვედრა საკმაოდ დინამიური და ინფორმაციული გამოვიდა, მონაწილეთა კმაყოფილება და დასწრების მსურველების მზარდი რაოდენობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიზნეს კაფეს პროექტი შედგა და მას ინტერესით ელიან.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 შეგახსენებთ, რომ ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ:

·          ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე - თემით “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

·          გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - თემით „ინოვაციების მართვა“

·          ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“

·          დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“

·          ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“

·          პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“

·          თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - თემით „ვინ არის მომავლის ლიდერი?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...