0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დედისთვის ყველაზე მძიმე – შვილის ავადმყოფობის ცქერაა!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით გვიკავშირდებიან ადამიანები, ვისაც მომავლის იმედი გადაეწურათ.

დღეს 9 წლის თორნიკე დევლარიშვილი გვინდა გაგაცნოთ. მას დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. ხშირად ემართება გულყრები. ასეთ ბავშვებზე მშობლები ხშირად უარს ამბობენ, მაგრამ, მიუხედავად „კეთილმოსურნეების“ ბევრი შეგონებისა,  თორნიკეს დატოვება დედ–მამას არც უფიქრია.

მძიმე დიაგნოზით დაბადებული ბავშვის გაზრდა, მართლაც ძალიან ძნელია. დედა 9 წლის განმავლობაში შვილს ხელში აყვანილს ატარებს, რადგან კუნთების სპაზმის გამო თორნიკე კიდურებს ვერ ამოძრავებს და ეტლშიც კი ძლივს ჯდება.  თორნიკეს ღეჭვა არ შეუძლია, ამიტომ მისი გამოკვებაც დიდი პრობლემაა. თორნიკეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს დედისთვის, მხოლოდ ტირილით აგებინებს, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება. 

თორნიკე ორი წლის იყო, ძმა რომ შეეძინა. ახლა გაბრიელი უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის და დედიკოს უფროსი ძმის მოვლაში ეხმარება.

სკოლის შემდეგ, გაკვეთილებს რომ გაამზადებს, ის ეზოში კი არ გარბის სათამაშოდ თანატოლებთან, არამედ საათობით ზის თავის ძამიკოსთან ერთად და საინტერესო ამბებს უყვება ან ზღაპრებს უკითხავს მას. თორნიკეც უსმენს ყურადღებით და ძმას უღიმის!

გაბრიელს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს, ძამიკოსთან ერთად ფეხბურთი რომ ითამაშოს! გაბრიელმა, სანუკვარი ოცნების ასრულების იმედით, ახალ წელს თორნიკეს ბურთიც კი აჩუქა!

 დევლარიშვილების ოჯახი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს. მამის მძიმე ფიზიკური შრომით ნაშოვნი ფული და თორნიკეს პენსია საჭირო წამლების და საკვების საყიდლადაც არაა საკმარისი.  დედა ვერ მუშაობს, რადგან მთელი დღე შვილებთან ერთად ატარებს. თორნიკეს დატოვება წუთითაც არ შეიძლება.

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას დევლარიშვილების ოჯახის მხარდასაჭერად. მათთვის ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორნიკე დევლარიშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/177/

გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი ამ პატარა ბავშვის პრობლემების მიმართ, რომელსაც დაბადებიდან ტანჯვისა და განსაცდელის გარდა არაფერი უნახავს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...