0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გვარამიასა და ივანიშვილის საუბარი - რეალურად არარსებული სატელეფონო ჩანაწერის დამონტაჟება

რუსთავი2-მა  მიმოწერის ხელოვნურად შექმნის ჩვენების შემდეგ ახალი ექსპერიმენტი ჩაატარა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, რეალურად არარსებული სატელეფონო საუბარი დაამონტაჟა. ამით გიჩვენათ, თუ რა მარტივია სატელეფონო საუბრის ხელოვნურად შექმნა. 

ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ი ალტერნატიული რეალობის შექმნას უკანონო ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს.

„რომ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ვიდეო ჩემს ფეისბუკ გვერდზე კი არ გამოვაქვეყნე, რაღაცა გაურკვეველ საიტზე ავტვირთე, შემდეგ გავავრცელებინე სხვადასხვა ნიუს-სააგენტოს და, მათ შორის, რუსთავი2-საც. აი, ასე ხდება ის, რასაც სუს-ი აკეთებს რეალურად. არამარტო უკანონოდ გვისმენს, არამედ უკანონოდ ამონტაჟებს მერე ამას ყველაფერს და უკანონოდ გვიქვეყნებს და ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნას. ამ ალტერნატიული რეალობის არავის არ სჯერა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეს დანაშაულია, რომლისთვისაც ბატონ გომელაურს მოუწევს პასუხისგება, ცხადია ადრე თუ გვიან," - ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები