0 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაში დიდთოვლობის გამო სახლის ჩამონგრევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩამოტვირთვა

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში - სოფელ ზედა სამებაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც  44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოჯახის უფროსი, რომელიც იმ დროისთვის სახლში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და ერთი შვილი ჰყავს, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ბათუმში იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად საქმე 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები