0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს

„ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანის პირადი მოხმარების ფაქტზე, ქუთაისში, სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორციელდა. როგორც დიაკონმა გიორგი ჯახუამ „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა. 

"სალხინოს მამათა მონასტრის დიაკვნის გიორგი ჯახუას სახლიდან სასამართლო განჩინების გარეშე შესულმა პოლიციამ ამოიღო ორი ძირი კანაფი, რომელსაც რამდენიმე მძიმე დაავადების მქონე დიაკვანი სამედიცინო მიზნით მოიხმარდა. 
 "გრძელდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომლის გამოვლინებებიც რეგიონებში განსაკუთრებით ხშირია. ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. ჩვენ ყველანაირად დავიცავთ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები შეექმნებათ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან", - გირჩის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები