0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თავდასხმა იყო ჯგუფური.. რამდენიმე დღე უნდა ვიწვე" - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია განხორციელებული თავდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს: "თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა (239.2.ა). თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით (156.2.ა)კვალიფიკაცია, რომელიც ჯერჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა (126.1), სრულიად არაადეკვატურია. 
ps ხაზგასმით - თავდასხმა იყო ჯგუფური."


შეგახსენებთ,რომ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რატი გაჩეჩილძე დააკავა."შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს." ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები