0 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.75-დან 2.81 ლარამდე მერყეობს

საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.75-დან 2.81 ლარამდე მერყეობს.

"საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.815 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.715 ლარად.

"თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.7800 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.7100 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.7700 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.6800 ლარად შეგიძლიათ.

ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.7550 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.6850 ლარად.

„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.7800 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.7100 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.67 ლარად არის შესაძლებელი.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.7850 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.6750 ლარად არის შესაძლებელი.

„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 2.7700 ლარია, მისი გაყიდვა კი, 2.6700 ლარად შეგიძლიათ.

ცნობისთვის, სებ-მა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლით კურსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 4 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები