საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალაკონცერტს დაესწრნენ. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა შემსრულებლებმა მიიღეს. მაკა ჩიჩუამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „მივესალმები ყველას ვინც ჩვენ თვალს გვადევნებს და ჩვენს გვერდზეა. როგორც სიუჟეტებიდან ვნახეთ ამ დღეს ძალიან ბევრი პატარა და ახალგაზრდა ადამიანი ელოდა. ყველა ელოდება იმ ბედნიერ მომენტს, როდის ეტყვიან, რომ მათ შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეთ. მათ გარდა კიდევ ძალიან ბევრია ასეთი მომლოდინე ადამიანი და ჩვენი დიდი აქტივობით და დახმარებით, ვისაც როგორ შეგვიძლია, თუნდაც ერთი ლარით. ყოველი გამოცხადებისას მქონდა განცდა თუ რა კარგია, როდესაც ჩვენ ყველა ასე ვერთიანდებით ამ კეთილ საქმეში. მადლობა ნინოს ამ არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, მადლობა ყველა შემსრულებელს, განსაკუთრებით მათ ვინც შორიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეხატა. რაც უფრო გავერთიანდებით და გავმრავლდებით, უფრო მეტად შევძლებთ დავამარცხოთ მძიმე ავადმყოფობები და გავაკეთოთ ისე, რომ მათ თვალზე ცრემლი აღარ იყოს. რამდენიმე წელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ვიყო აქტიური ამ საქმეში. ვაპირებ ფონდის გაკეთებას, რომელიც დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვჭირდებით“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ დასასრულს პირველმა ლედიმ კონცერტის მონაწილეებთან ერთად რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერა „თბილისო“ შეასრულა
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები