0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მედისონ ჰოლდინგი - პროგრესი ქართულ მედიცინაში

სამედიცინო სფეროში მაღალი დონის მომსახურების დანერგვის სურვილი და რეალური შესაძლებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც მომავალმა პარტნიორებმა სოლიდური ინვესტიცია განახორციელეს და სამედიცინო მომსახურების ოცწლიანი ისტორიის მქონე პროფილაქტიკური ცენტრები შეიძინეს.

რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ მეტრზე აგებული შენობები თითქმის ამორტიზებული, თანამედროვე სტანდარტებისგან შორს მყოფი სამედიცინო ინვენტარით იყო აღჭურვილი. აუცილებელი გახდა დამატებითი სახსრების მოძიება, რასაც დამფუძნებლები თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის შექმნისთვის გამოიყენებდნენ.

საჭირო თანხის სოლიდურობიდან გამომდინარე, დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა ბანკთან, რომელიც მათ მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებდა.

 

ტერაბანკი აღმოჩნდა კომპანიის რჩეული.

„ტერაბანკი ყველაზე კარგად მოერგო ჩვენი ბიზნესის მოთხოვნებს. პარტნიორული დამოკიდებულება და ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რის გამოც  დღემდე წარმატებით ვთანამშრომლობთ,“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე.

დღეისათვის კომპანია „მედისონ ჰოლდინგი“ სამი ფილიალისგან შედგება; ვაჟა ფშაველას 83/11, გობრონიძის ქ. 27 და კალოუბნის ქ. 12 მდებარე სამედიცინო ცენტრები მომხმარებლებს  მაღალტექნოლოგიურ ამბულატორიულ,  ლაბორატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებებს სთავაზობს. ჰოლდინგის მფლობელობაშია ასავე სტომატოლოგიური კლინიკა „მედისონ დენტი“ და რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, „კარდიო-რეაბილიტაციის ცენტრი“, „მედისონის თვალის კლინიკა“ და "პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი“, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთია, სადაც უნიკალური DNA სკანერის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და პრევენცია.

საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის თავზე მედისონ ჰოლდინგი 150 000-მდე ბენეფიციარს ითვლის, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 500 თანამშრომელს აჭარბებს.

„ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა. ჩვენი ყველა კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც განსაკუთრებულ პირობებს ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის.

მომავალში ვგეგმავთ სააფთიაქო ქსელის „მედისონ ფარმას“ განვითარებას. როგორც ყველა განვლილ ეტაპზე, ჩვენი ბიზნესის განვითარების და სააფთიაქო ქსელის შექმნის ეტაპზეც აუცილებლად  ტერაბანკთან ვითანამშრომლებთ,” - აცხადებს ვლადიმერ (კახა) ბაკურაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...