0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაგნიძეების მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს  გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.

ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონი გოგიტა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო ფიზიკურად ვეღარ შრომობს, არ შეუძლია ოჯახის რჩენა და ბავშვების გამოკვება. ჯანმრთელობის გაუარესებამდე იგი ხან მშენებლობაზე მუშაობდა, ხან მტვირთავად, ახლა კი, ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი.

სოციალური დახმარება ძალიან მცირეა და ოჯახის თითო წევრზე დაახლოებით დღეში 3 ლარი გამოდის... ეს თანხა საკვებში, წამლებში და კომუნალურ გადასახადებში უნდა ეყოთ! ამის წარმოდგენაც კი ძნელია!

ელექტროენერგიის დავალიანების გამო, მათ რამდენიმე კვირა დენიც კი არ აქვთ და პატარებს სანთლის მბჟუტავ შუქზე უწევთ გაკვეთილების მომზადება.

საკვები დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ, მათ ყოველთვის არ შეუძლიათ პირველადი საჭიროების პროდუქტების ყიდვა, ხოლო ბავშვები საახალწლოდ ტკბილეულით რომ გაახარონ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ოთახი, რომლშიც ოჯახი იმყოფება, საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ჭერიდან წყალი ჟონავს, კედლები დაბზარულია, ზოგიერთ ფანჯარაში შუშებიც კი არ არის. მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა, ბავშვები კარგად აღზრდილები, ჭკვიანები და ზრდილობიანები არიან.

უფროსი ნიკას ოცნება კულინარიულ სასწავლებელში სწავლაა, მას უნდა რომ მზარეული გამოვიდეს და გემრიელი საჭმელი მოუმზადოს პატარა და–ძმას.

გაბრიელი 12 წლისაა, კარგად ცურავს და უნდა რომ მაშველი გახდეს.

11 წლის მარიამი კარგად სწავლობს, ძალიან უყვარს ისტორიული რომანების კითხვა და უნდა რომ მასწავლებელი გახდეს. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია!

7 წლის ლუკა და 6 წლის საბა ფეხბურთელობაზე ოცნებობენ. როცა გაიზრდებიან საქართველო უნდა ასახელონ.

ყველაზე პატარა ბარბარე, თოჯინა ბარბიზე ოცნებობს, და კიდევ მისი ყველაზე დიდი ნატვრაა დაბადების დღისთვის, 30 დეკებერს ლამაზი ტორტი რომ ჰქონდეს. მას არასოდეს ჩაუქვრია ტორტზე სანთლები და არასოდეს ჩაუფიქრებია სურვილი დაბადების დღეზე...

გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ოჯახის კრიზისიდან გამოყვანას. მათ ამჟამად ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროებათ.

გთხოვთ, წინასაახალწლოდ გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაეხმარეთ პატარებს. მათ ხომ არავინ აჩუქებს საახალწლო საჩუქარს, ვერავინ აასრულებს მათ ოცნებებს ჩვენს გარდა! ამ ბავშვებს საახალწლო სურვილიც კი მხოლოდ ერთი აქვთ, თოვლის ბაბუას სთხოვენ, რომ მათ ოჯახში პროდუქტები მოიტანოს... სხვას არაფერს!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას გაგნიძეების ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი დახმარებაც კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: გაგნიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/169/

ამ სადღესასწაულო დღეებში არ დარჩეთ გულგრილი ამ ბავშვების მიმართ და გაკეთებული სიკეთე თქვენს შვილებს ასმაგად დაუბრუნდება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...