0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ამჟამად სექს-მუშაკი ვარ..როცა ისე მაცვია, როგორც ქალს, მაშინ ვერავინ ხვდება, რომ ბიოლოგიურად მამაკაცი ვარ"

 სოციალურ ქსელში არსებობს ერთი საკმაოდ საინტერესო და გულახდილი გვერდი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოკლე დოსიე დაწეროს და ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნოს.. ეს არის გვერდი, რომელიც ქალების სოლიდარობისთვის არის შექმნილი.. სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნდა ეს გულახილი წერილი, რომლიც 25 წლის ნატას მიერ არის დაწერილი.. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:"ნატა, 25 წლის, თბილისი

„დაბადებიდან ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედამ მიმატოვა, მამა კი 6 თვის ვიყავი, როდესაც გარდამეცვალა. ოჯახში ბავშვობიდანვე ყველაფერს მე ვაკეთებდი. ჩემი ქათმები, გოჭები, ინდაურები მყავდა, რომლებიც ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივხვდი, რომ სკოლაში უფროსი ბიჭების მიმართ მიჩნდებოდა გრძნობები. ამას თავიდანვე ვაღიარებდი და ვამბობდი, ამიტომ სოფელში დრო და დრო შეეჩვივნენ მეზობლები, რომ განსხვავებული ვიყავი. მაშინ ეგონათ და მეც მეგონა რომ გეი ვიყავი, რადგან ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ არაფერი ვიცოდი, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.

მომწონდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მომწონდა ბებიაჩემის სამკაულები, კაბები, ფერად-ფერადი მოსაცმელები. ამ ყველაფერს თავისუფლად ვატარებდი. სოფელში რომ გავივლიდი ისე მეცვა ხოლმე, როგორც ქალს და ამის გამო არავინ მაბულინგებდა, ან მჩაგრავდა. ეზოში ზაფხულობით ფეხბურთს რომ ვთამაშობდით მაკიაჟით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მეც ვთამაშობდი, კარებში ვიდექი ხოლმე ძირითადად, რადგან ქუსლებით ვერ დავბროდი. ახლა მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. სადა მაკიაჟს და ჩაცმულობას ვანიჭებ უპირატესობას. როცა ისე მაცვია, როგორც ქალს, მაშინ ვერავინ ხვდება, რომ ბიოლოგიურად მამაკაცი ვარ. ეს მსიამოვნებს.

ამჟამად სექს-მუშაკი ვარ. მიმუშავია ბენზინ-გასამართ სადგურზე, სხვა ადგილებშიც, თუმცა თვიურად შემოსავალი როდესაც 200-300 ლარია, რა თქმა უნდა, ამით ვერ იცხოვრებ, ამიტომ იძულებული ვარ ამ გზით ვირჩინო თავი. ჩემი სამუშაო დიდ რისკებს შეიცავს. სულ გეშინია, რომ ვინმე დაგაშინებს, დანას დაგარტყამს, იარაღით მოგკლავს... პატრულიც გვიმძაფრებს დაუცველობის შეგრძნებას, როდესაც დაგცინის, ცინიკურად გელაპარაკება, გამცირებს... ამ შემთხვევაში იძლებულები ვართ გენერალურში ვიჩივლოთ, თუმცა მათგანაც სრული იგნორი, სიჩუმე... დღეს რომ ვიხსენებ, დადებითი არაფერი მახსენდება, რაც ჩემს იდენტობას უკავშირდება. ყველაფერი რაც გამოვიარე ამან მხოლოდ ის მასწვალა, რომ არავის უნდა ვენდო და დღეს მე ადამიანებს ვეღარ ვენდობი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...