2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 აპრილი-ტრაგედია, რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა

  30 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან.     
     1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.  ტრაგიკულ და სისხლიან ღამეს დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება ვერ შეძლო.  
     9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება. ეს დღე უდიდესი დღე იყო, როდესაც სრულიად საქართველომ ერთად დგომა, ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა შეძლო, როდესაც სამშობლოს თავისუფლების სანუკვარმა და ნათელმა მიზანმა მთელი ერი გააერთიანა და ერთად შეკრა მთელი საქართველო.      
      ამ ტრაგიკულმა დღემ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა – საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამიტომ, ამ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, იმავდროულად, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.          

კომენტარები

მსგავსი სიახლეები