საზოგადოება
თვითმფრინავები, რომელიც საფრანგეთში მიემგზავრებოდა, ტერაქტის საფრთხის გამო კანადასა და აშშ-ში დაეშვა
2015-11-18 11:46:30
ჩამოტვირთვა
ვიაკომპანია "ეარ ფრანსის" ორი თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან საფრანგეთში მიემგზავრებოდა, ტერაქტის საშიშროების გამო საგანგებოდ დაეშვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მიღებულია ანონიმური ზარი, რომ ორივე თვითმფრინავის ბორტზე ბომბია დამონტაჟებული.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც ვაშინგტონიდან პარიზში მიემგზავრებოდა, კანადაში დაეშვა, მეორე კი, რომელიც ლოს-ანჯელესი-პარიზის რეისს ასრულებდა, აშშ-ის ქალაქ სოლთ ლეიქ სითიში დაეშვა.
"ბიბისი" წერს, რომ ორივე თვითმფრინავი მგზავრებმა უკვე დატოვეს.
კომენტარები