0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ თამარ ლაფაჩის დასახმარებლად.

როდესაც 21-ე საუკუნეში პირველყოფილი ადამიანივით გიწევს ცხოვრება, ეს ძალიან დამთრგუნველია. თუკი დანგრეულ ოთახში, ბეტონის კედლებში, დაუმთავრებელი ჭერით და აყრილი იატაკით ზაფხულში ცხოვრება შესაძლებელია, ზამთრის სიცივეების დადგომასთან ერთად, ასეთ პირობებში გაჩერება სახიფათო ხდება.

4 წლის წინ, ქალბატონ თამარ ლაფაჩს თავს დიდი უბედურება დაატყდა - მის სახლში ხანძარი გაჩნდა, და რაც ცხოვრების განმავლობაში მძიმე შრომით ჰქონდა ნაშოვნი, ყველაფერი ერთიანად დაიწვა. ავეჯი, პირადი ნივთები, ტანსაცმელი... მაგრამ, ხანძრის შემდეგ მას უარესი ტრაგედია ელოდა. დაიღუპა მისი ერთადერთი შვილი, ვისთვისაც იგი ცხოვრობდა, რომლისთვისაც მთელი ახალგაზრდობა გულმოდგინედ შრომობდა და ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ,  ნერვიულობის ნიადაგზე ქალბატონმა თამარმა ინსულტი გადაიტანა. ამჟამად საწოლსაა მიჯაჭვული და ცხოვრობს, ერთ ოთახში, სულ მარტო. ოთახში საზარელი ვითარებაა, კედლები გაულესავია, ჭერი დაუმთავრებელი, იატაკი არ არის. ოთახში დგას ორი სკამი, ერთი ტუმბო და დაშლილი საწოლი, რომლებიც მეზობლებმა ჩუქეს. სიცივისგან რომ არ გაყინულიყო, მეზობლებს სთხოვა იატაკიდან აეძროთ ხალიჩა და გასათბობად თხელ საბანზე ის დაიფარა. თამარს ჰყავს მოხუცებული დედა, რომელიც ცხოვრობს რაიონში და იშვიათად ჩამოდის შვილთან. რძალი და შვილიშვილებიც იშვიათად ნახულობენ მას.

 საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ქალბატონ თამარს ეხმარება. ამჟამად ფონდი ზრუნავს 500 უმწეო, საწოლსმიჯაჭვულ ადამიანზე. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ზოგიერთის საცხოვრებელი პორობები ქალბატონი თამარის მდგომარეობაზე გაცილებით მძიმეა. ყოველდღიურად ფონდის თანამშრომლები, სრულიად უფასოდ უზრუნველყოფენ ბენეფიციარებს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და უტარებენ კვალიფიციურ მომსახურებას, რაც ამ 500 პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველთვიურად პროდუქტებზე, წამლებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ფონდი ხარჯავს 35000 ლარზე მეტს.

დააკვირდით ამ ფოტოებს, ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქე. არ დარჩეთ გულგრილი მისი პრობლემების მიმართ, დაეხმარეთ მას.

იქნებ ოჯახში მოგეძებნებათ ისეთი საბანი, ლეიბი ან ბალიშიები, რომლებითაც არ სარგებლობთ, გთხოვთ მოიტანოთ ჩვენი ფონდის ოფისში, ვაზისუბნის ქ.88ა

თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე  GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში  მიუთითეთ: თამარ ლაფაჩი) ან ფონდის საიტის მეშვეობით  http://fsp.ge/ge/donate/

გარწმუნებთ, რომ ქალბატონ  თამარს ნებისმიერი სახის დახმარება  გაახარებს და იგი უზომოდ მადლობელი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები