საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ს ორგანიზებით რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა
2015-10-28 13:31:15
ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოკის საბავშვო ბაღში, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭრითა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ASB ორგანიზებით, გაიმართა რეაბილიტირებული ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.
ღონისძიება პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში ჩატარდა. გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამეგრელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, ზუგდიდის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თეონა ჭურღულიამ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org;
კომენტარები