საზოგადოება
გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი გუბერნატორს ბრალდებებს უყენებს
2015-10-21 17:31:20
ჩამოტვირთვა
გორის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლექსო ვალიაური შიდა ქართლის გუბერნატორს ბრალდებებს უყენებს. ის თანამდებობიდან ორი დღის წინ მერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ვალიაური ამტკიცებს, რომ მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომელშიც წერია, რომ ის ფართებს აქირავებდა და არამიზნობრივად აფინანსებდა ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლებს სხვადასხვა ქვეყანაში. ვალიაური ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა და მისი ყველა ნაბიჯი მერთან შეთანხმებული იყო. ის დავის გაგრძელებას მერიასთან სასამართლოში გეგმავს. ბრალდებებზე ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები