მსოფლიო
ეკო ფანგანის ქორწილი, ულამაზესი ტორტი და სიძე "დღის შოუს" პირდაპირ ეთერში
2015-10-21 14:31:51
ჩამოტვირთვა
"მოვედიი.. მოვედიი.. ჩემი ოთხშაბათის ანონსის დროც დამდგარაა!! ))) მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მინდა თუ არ მინდა, თქვენ წარმოიდგინეთ და მაინც მათხოვებენ ჩემი პროდუსერები 😁😁თანაც სამზადისიან-ცერემონიანა ყველაფერი პირდაპირ ეთერში იქნება! 👰🏼👦🏻 🎉🎉🎉 მაგრამ.. ამ ამბავში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ არც მე და არც ჩემმა მეჯვარეებმა ("დღის შოუს" წამყვანებმა) არ ვიცით, თუ ვისთვის გამიმეტეს ჩვენი გადაცემის "ღმერთებმა" და ვინ იქნება ჩემი საქმრო... 😂😂😂ვაი, ვაი.. იმედია სტენოკარდიული შეტევით არ აღმოვჩნდები სადმე "ევექსის" კლინიკაში და ღირსეული ქმარი მეყოლება!!!ბოლო-ბოლო ამდენი ხანია თავს ვინახავ ☝🏼😂😂😂😆😆თუმცა, ამას გარდა კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს!! "ტოტალ შარმი" კვლავ ჩვენთანა!! ვაშაა!!!! 🎊🎊🎊 და ჩვენს გმირებს გახდომაში დაეხმარება კარბოქსითერაპიითა თუ RF ლიფტინგით.. ამ ჩემი ქორწილის დღეს, ასევე, ფონდ "ავტოგრაფის" ახალ პროექტზე- გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტზეც ვისაუბრებთ...მოკლედ, კიდევ მაქვს ერთი-ორი ამბავი თქვენთვის და სჯობს, პირდაპირ უყუროთ ხვალ, 21 ოქტომბერს (უი, 21 ბედნიერი რიცხვიაო, ამბობენ 😆😆) ოთხშაბათს "დღის შოუს" ❤❤❤ მარად თქვენი ე.ფანგანი 💕💕 P.S. შაი, ვიცი სასწაულ ტორტს გამომიცხობ საქორწილოდ და შენი იმედი მაქვს" -ეკო ფანგანი
კომენტარები