0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დავეხმაროთ ბავშვებს, თბილად შეხვდნენ ზამთარს!

სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ, არიან ბავშვები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათ ყოველწლიურად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან არ აქვთ სათანადო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

მოგიყვებით ერთ სევდიან ამბავს, რომელმაც ძალიან შეგვაშფოთა. საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ თანამშრომელმა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს, საჩუქრად წიგნები გადასცა. პატარა ბავშვმა, ზღაპრების წიგნში, ყველა ფეხშიშველა პერსონაჟს ფეხსაცმელი მიუხატა, ცხოველებსაც კი. მან ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, როგორია ეს შეგრძნება, როდესაც გცივა და ფეხშიშველი დადიხარ...

ეს ისტორია ვერავის დატოვებს გულგრილს და ასეთი ისტორიები, სამწუხაროდ უამრავია.

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, სამი წლის მანძილზე, დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც  მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  პირობებში უწევთ ცხოვრება. ბავშვისთვის საუკეთესო ადგილი ოჯახია, ამიტომ ფონდი ყველანაირად ცდილობს, მათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. ფონდი ეხმარება ათამდე მრავალშვილიან ოჯახს, თანხით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი გაცილებით მეტია, ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლებ მეტი ადამიანი იყოს ჩართული. თქვენი თანადგომით და დახმარებით, უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით.

„სოციალური პარტნიორობა“ ატარებს აქციას, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაგროვებლად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ.

  ალბათ სახლში გექნებათ ისეთი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, რომელსაც არ იყენებთ. გააკეთეთ კეთილი საქმე, აჩუქეთ ის ოჯახებს, რომლებიც ასეთი სახის დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენი დახმარებით ბევრი ბავშვი ზამთარს თბილად გაატარებს.

ბავშვებისთვის ტანსაცმლის შესაძენად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003

ან ფონდის საიტის მეშვეობით: http://fsp.ge/ge/donate/100/

ტანსაცმლის მოწოდება შეგიძლიათ ფონდის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. 88ა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...