0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დაეხმარეთ რუსთავი 2-ს" - ნიკა გვარამია მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან", - განაცხადა გვარამიამ.მისივე თქმით, მათ გადაკეტილი აქვთ ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ.

გვარამია მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს.  მან დღესვე  გამოქვეყნა საბანკო ანგარიში და თხოვა მოსახლეობას, ტელეკომპანიას თუნდაც 1 ლარით დაეხმარონ. 

იხილეთ სპეციალური განცხადება (ვიდეო) http://rustavi2.com/ka/news/27719
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები