საზოგადოება
ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა-ხმაურიანი აქცია შს სამინისტროსთან
2015-09-29 14:20:34
შს სამინისტროსთან აქცია-მანიფესტაცია ხმაურით დაიწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებმა სამინისტროში შესასვლელი სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა - ეს იყო აქციის ლოზუნგი მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან მიტანილი ჰქონდათ ბოლო თვეების სტატისტიკა, სადაც ეწერა თუ რამდენი დანაშაული მოხდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში.
კომენტარები