საზოგადოება
მევენახეების აქცია გურჯაანში გრძელდება - გლეხები ყურძნის ფასს აპროტესტებენ
2015-09-14 13:23:47
ჩამოტვირთვა
გურჯაანში მევენახეთა საპროტესტო აქცია გრძელდება.
გლეხები ყურძენზე არსებულ ფასს აპროტესტებენ. ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრის გურჯაანში ჩასვლას და მასთან გასაუბრებას ითხოვენ.
გამგეობასთან შეკრებილი გლეხების ერთ ნაწილს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი შეხვდა. მთავრობის პოზიცია არ შეცვლილა - გუბერნატორის განცხადებით, ყურძნის ფასზე დაწესებული სახელმწიფო სუბსიდია არ გაიზრდება. სახელმწიფო კი ღვინის მწარმოებლებს ფასს ვერ უკარნახებს.
კომენტარები