მსოფლიო
მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებული 4 პირი
2015-09-11 14:39:56
ჩამოტვირთვა
გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მიმდინარე აქციაზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, ოთხი ადამიანი დააკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია. აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ უხეშობაში ადანაშაულებენ პოლიციელ გიორგი ნასყიდაშვილს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილიც.
ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია.
აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყურძნის არსებული ფასით გლეხი 100-პროცენტიან მოგებას იღებს.
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის 85 თეთრია. აქციის მონაწილეები კახეთში ოთარ დანელიას ჩასვლას ითხოვენ.
კომენტარები