მსოფლიო
1150 მოტყუებული ქართველი ტურისტები და გაუქმებული რეისი
2015-09-11 14:27:36
ჩამოტვირთვა
უკვე 24 საათზე მეტია 150 ქართველი ტურისტი ანტალიის აეროპორტიდან თბილისში გამგზავრებას ელოდება. თუმცა ავიაკომპანია "აირზენა", მგზავრების ინფორმაციით, რეისის შესრულებაზე უარს ამბობს, რადგან "აირზენას" ტურისტულმა კომპანია "ოლ ტურმა" თანხა არ გადაუხადა.
118 მგზავრისგან აღებული ფული "ოლ ტურმა" "აირზენამდე" არ მიიტანა, რის გამოც ახლა ავიაკომპანია ფრენას არ ასრულებს.
ერთდღიანი ლოდინის შემდეგ, აეროპორტის ხარჯებით, ქართველი ტურისტები სასტუმროში გადაიყვანეს, როდის შესრულდება ფრენა, დეტალები ამ დრომდე უცნიობია.
კომენტარები