მსოფლიო
ამ გოგონამ სამოდელო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა და მსოფლიო აალაპარაკა
2015-09-02 15:57:01
ჩამოტვირთვა
მელანი გაიდოსი, 27 წლის მოდელი, რომელსაც უიშვიათესი გენეტიკური დავადება აქვს მსოფლიოს თავისი შესაძლებლობებით გაეცნო. მელანიმ სამოდელო კარიერა ოთხი წლის წინ დაიწყო ნიუ-იორკში და დღეს უკვე მისთვის სპეციალური ვიდეორგოლიც მომზადდა.
შეიძლება ითქვას, რომ სამოდელო ინდუსტრიაში მოდელმა ერთგვარი გადატრიალებაც მოახდინა. მასთან მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები წარმატებით მუშაობენ. "ის ერთადერთია“- ასე ახასიათებენ მას ფოტოგრაფები.
მელანის არ აქვს კბილები და თმები, მისი კანი კი სრულად არ არის განვითარებული, ამის მიუხედავად ის, დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, საერთაშორისო მოდელად ითვლება.
კომენტარები