საზოგადოება
აქცია განათლების სამინისტროსთან - აბიტურიენტების ნაწილი მეორად ჩარიცხვებს ითხოვს
2015-08-31 14:57:55
ჩამოტვირთვა
აბიტურიენტების ნაწილი მეორად ჩარიცხვებს ითხოვს. ახალგაზრდებმა, რომლებმაც გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ, აქცია განათლების სამინისტროსთან დილიდან გამართეს.
შეკრებილების თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო, უნივერსიტეტებში დაახლოებით 700-მდე პირი ვერ მოხვდა.
აქციის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა ცუდად გახდა. დახმარება მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
სტუდენტების ნაწილი კი ამ წუთებში გამოცდების ეროვნულ ცენტრში ცენტრის ხელმძღვნელ მაია მიმინოშვილს ხვდება.
კომენტარები